|
2025-11-09 11:23:14, 1185 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ელმურაზ მამედოვთან დაკავშირებული კიდევ ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიების ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტმა ელმურაზ მამედოვმა “ქურდული სამყაროს” სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა გარდაბანში მცხოვრებ ფერმერს და სამდღიანი ვადა განუსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა, ვადის გასვლის შემდეგ კი ფერმერის შვილს, რომელიც ოჯახის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შედეგად, არავინ დაშავებულა. პოლიცია აცხადებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დადგინდა, მათგან ორი დააკავეს, დანაშაულთან კავშირში მყოფი კიდევ ერთ პირზე კი ძებნა გამოცხადდა. მათივე ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს - ს.ა.-ს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ე.წ. “ქურდული სამყაროს” სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. მამედოვმა ფერმერს თანხის გადასახდელად სამდღიანი ვადა განუსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამავე სოფელში, ს.ა.-ს შვილს, რომელიც ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - შედეგად, არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა - პოლიციამ 1994 წელს დაბადებული თ.ხ. და წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული ნ.ი. ბრალდებულების სახით დააკავა. ამასთან, ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირის - 1985 წელს დაბადებული შ.მ.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)