09:51 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-23 17:34:52, 1092 ნახვა

სამართალი
POG: არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული პირი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მომხდარზე გამოძიება მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" და მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობდა.

"ქუთაისის საქალაქოს სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ პროკურატურაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics