22:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 12:19:43, 427 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: „ქართულ ოცნებაში“ ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხის განხილვა არ მომხდარა

 „დღეს და ხვალ თბილისში გვექნება პარტიული კონფერენციები, სადაც ყველა რაიონში პარტიის თავმჯდომარეს ავირჩევთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციები ამ კვირას დასრულდება და პარტია სრულ მზადყოფნაში იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა დაიწყოს მუშაბა და მომზადება.

„ყრილობა იქნება უახლოეს მომავალში. ვგეგმავთ, რომ აპრილში ჩავატაროთ. პარტია ძალიან სწრაფად, ახალ სახეებს წარადგენს და მათ პარტიაში გააწევრიანებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე დაბრუნდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ის დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხის განხილვა კონსულტაციების დროს არ მომხდარა.

„ეს არ არის სიმართლე. ყოფილ პრემიერ - ღარიბაშვილთან ამ თემაზე განხილვა არ ყოფილა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics