12:07 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 13:12:21, 3835 ნახვა

კომენტარი
ცისკარიშვილი - ლევანის ადგილას გამოვა ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე და ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას.

“ბოლო პერიოდში ძალიან ეშინიათ ლევან ხაბეიშვილის და აი, ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს უბრალოდ და აბსურდული ბრალდებით დააკავეს. თუ ჰგონიათ, რომ ლევანის დაკავებით ჩააქრობენ 4 ოქტომბრის მუხტს, პირიქით, ლევანის ადგილას გამოვა ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე და ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

 “ჩვენ გუშინ გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით შეფასება. მიხეილ სააკაშვილის ეშინია უკვე ამდენი წელია ბიძინა ივანიშვილს, ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, ლევანისიც ძალიან შეეშინდა. და აი, ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს უბრალოდ და ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს და დააკავეს ლევანი აბსოლუტურად გაუგებარი, წარმოუდგენელი, აბსურდული ბრალდებით - ვითომ ვიღაცას სთავაზობდა ქრთამს. სინამდვილეში, კანონის საფუძველზე საბიუჯეტო ასიგნებებით გათვალისწინებული ჯილდოს და პრემიის შეთავაზება როგორ შეიძლება იყოს ქრთამი, ამაზე თქვენ თვითონ გაეცით პასუხი. 4 ოქტომბრის გეგმებს რაც შეეხება - არაფერი იცვლება - რეჟიმს თუ ეგონა, რომ ამით ველს მოასუფთავებდა და ლევანის იზოლირებით ჩააქრობდა იმ მუხტს, იმ ტალღას, რომელიც იგეგმება 4 ოქტომბრისთვის და იმ ბრაზს რაღაცნაირად გაანეიტრალებდა, რაც საზოგადოებაში არსებობს მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება პირიქით. ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ჩაანაცვლებს ლევანს სწორედ იმ დღეს, 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ნახავენ ხალხის რისხვას.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics