|
2025-08-25 19:54:46, 1151 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარდგენაზე უარი თქვა
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარდგენაზე უარი თქვა. ბრალდებულის თქმით, მას სურს, საქმე მოსამართლემ განიხილოს. ადრე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საქმის სასამართლოში არსებითი განხილვისთვის გადაცემის შუამდგომლობა შეიტანა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ საქმე არ იყო გამოძიებული და არ შეიძლებოდა სასამართლოში არსებითი განხილვისთვის გადაცემა. მათ საქმის გამოძიებაში დაბრუნების შუამდგომლობა შეიტანეს. დღეს აღკვეთის ღონისძიება გადაიხედა. პროკურორის თქმით, საქმეში შეგროვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ უძილაურმა ჯანგველაძის მკვლელობა ფულის სანაცვლოდ შეუკვეთა, მტკიცებულებები გაანადგურა და მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადვოკატებმა გელა უძილაურისთვის გირაოს სახით აღკვეთის ღონისძიების შერჩევით შუამდგომლობა შეიტანეს, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით ძალაში დატოვა. წინასწარ სხდომაზე ასევე განიხილეს მტკიცებულებების დასაშვებობა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მან დუმილის უფლება გამოიყენა. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ექვს პირს წაუყენეს ბრალი, მათ შორის ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს. მათ მკვლელობის შეკვეთაში ედებათ ბრალი. ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. უძილაურს ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ემუქრება. შემდეგი სასამართლო სხდომა 8 სექტემბერს გაიმართება.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)