|
2025-07-28 11:49:46, 2309 ნახვა
ეკონომიკა
შეთავაზებები სარესტორნო ბიზნესს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ბანკი მუდმივად ცდილობს, შექმნას და განავითაროს სერვისები, რომლებიც მეწარმეების საჭიროებებზეა მორგებული. სარესტორნო ბიზნესს, რომელიც ცვალებად გარემოში ოპერირებს, სანდო პარტნიორები და ეფექტური ინსტრუმენტები სჭირდება, რათა ყოველდღიური პროცესები გაუმარტივდეს და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები გაზარდოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკისა და პარტნიორი კომპანიების ერთობლივი შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოლოგიურ, ლოგისტიკურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა: 3 თვიანი უფასო მომსახურება კვების ობიექტების მართვის სრულ ციფრულ სისტემაზე Kovzy-ისგან Kovzy ციფრული პლატფორმაა, რომელიც რესტორნებს ონლაინ შეკვეთებისა და რესტორნის შიდა მართვის ინსტრუმენტებს სთავაზობს. მათ შორის, ელექტრონული კომერციის მოდულის გამოყენებით, კვების ობიექტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ პირდაპირი შეკვეთები ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, ხოლო რესტორნის მართვის სისტემა ერთი მხრივ, კვების ობიექტში, ადგილზე მიღებული შეკვეთების და მეორე მხრივ ყველანაირი ონლაინ შეკვეთის მართვის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის შეთავაზება მოიცავს: უფასო ონბორდინგს 1 სამუშაო დღეში, 3-თვიან უფასო გამოწერას, 24/7 ტექნიკურ მხარდაჭერასა და სისტემურ განახლებებს. ეს ხელს უწყობს რესტორნების ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას და ონლაინ გაყიდვების ზრდას დამატებითი დანახარჯების გარეშე. შეთავაზება დამწყები რესტორნებისთვისაა (2 წლამდე რეგისტრირებული ბიზნესი) განკუთვნილი. 50% ფასდაკლება რესტორნის რეზერვაციის პლატფორმაზე Rezto Rezto მაგიდების ჯავშნისა და მართვის პლატფორმაა, რომელიც რესტორნებს ჯავშნების მარტივად მიღებასა და ეფექტურად მართვაში ეხმარება, სტუმრებს კი შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და ციფრულად დაჯავშნონ მაგიდა სასურველ რესტორანში. შეთავაზება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. 20%-მდე ფასდაკლება ბრენდირებული უნიფორმების და სარეკლამო აქსესუარების დამზადებაზე Arte-სგან თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანია არტე საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ბრენდირებული პროდუქციის შექმნას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს. სერვისები მოიცავს:
გაყიდვების სტრატეგია 35%-იანი ფასდაკლებით სოლუშენერისგან სოლუშენერის ბიზნეს კონსულტანტების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს უწყობს, მოიპოვოს ხელშესახები კომერციული უპირატესობა კონკურენტებზე და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გაყიდვები გაზარდოს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სოლუშენერი ბიზნეს ანალიტიკასა და ბაზრის მიმოხილვას უფასოდ, ხოლო ყველა დანარჩენ სერვისზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ესენია:
40%-იანი ფასდაკლება ფინანსურ მომსახურებაზე ლევერიჯ კონსალტინგისგან ლევერიჯ კონსალტინგი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ბიზნესისთვის საჭირო ფინანსური მენეჯმენტის სრულ სერვისებს სთავაზობს. სერვისები მოიცავს: • ფინანსური მენეჯერის/დირექტორის აუთსორსინგს; • ფინანსურ ანალიზსა და დიაგნოსტირებას; • ფინანსურ მოდელირებასა და ბიუჯეტირებას; • ფინანსური პროცესების და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციას და სხვას. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს ან გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და იხილეთ შეთავაზებების მოდული.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)