|
2016-03-21 15:20:34, 1275 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე დემოგრაფიული პრობლემები და ოჯახის დაგეგმარება განვიხილეთ
პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღის ფორმატში კარასინთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს, ხოლო უშუალოდ მსჯელობა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა. როგორეც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხაარებს შორის საუბრისას შესაძლებელია ნებისმიერი მოკლე კომენტარის გაკეთება, რომელიც არანაირი ვალდებულების მატარებერლი არ არის. „კარასინს რომ შევხვდი, კითხვა დამისვა, რა ამინდია თბილისში?! მე ვუთხარი გაზაფხული საქართველოში ცოტა ადრე მოვიდა. პირველი - გლობალური კლიმატური ცვლილებები განვიხილეთ. შემდეგ მკითხა, როგორ არიან შვილიშვილები, რამდენი შვილიშვილი გყავს, -7, მე რამდენი? - 5, - განვიხილეთ დემოგრაფიული პრობლემები და ოჯახის დაგეგმარება. ეს არის გასაუბრება და მეორეა მსჯელობა, როდესაც მსჯელობ ფუნდამენტალურად, ციფრებით, ქაღალდებით, სტატისიკით, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მაგრამ საუბრისას შეიძლება ნებისიერი მოკლე კომენტარის გაკეთება, არანაირი ვალდებულების მატარებელი ეს კომენტარი არ არის“, -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)