|
2025-07-18 19:37:51, 8710 ნახვა
სპორტი
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. რაგბის ახალგაზრდა ტალანტებს თბილისისა და ქუთაისის სტადიონები უმასპინძლებენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველო პრესტიჟული სარაგბო ტურნირის მასპინძელი იქნება. 2017 წელს, პირველად ვუმასპინძლეთ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელმაც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდი რეზონანსი გამოიწვია. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ერთი ფაქტით იქნება მნიშვნელოვანი - მონაწილე გუნდების რაოდენობა 11-დან 16-მდე გაიზრდება. ეს ქართველ გულშემატკივარს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი თვალით იხილოს რაგბის ამომავალი ვარსკვლავები. მომავალ წელს, საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომელიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად, ამჟამად, იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც წინა წლის ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან - ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი. მოუთმენლად ველით 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს. თიბისისა და ქართული რაგბის ათწლიანი პარტნიორობა წარმატებით გრძელდება და გვჯერა, სტუმრებსა და გულშემატკივრებს დაუვიწყარ გამოცდილებას შევთავაზებთ. თიბისისთვის, როგორც ახალი თაობის მთავარი მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემპიონატი ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებისთვის საერთაშორისო დონეზე თავის გამოჩენისა და ახალი წარმატებების მიღწევის შესაძლებლობა იქნება. #ერთადგავიმარჯვებთ
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)