2016-03-19 22:01:22, 457 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია ელისაშვილზე: ამ მასხარას სერიოზულად ვეღარ ვუსმენ
ამ მასხარას სერიოზულად ვეღარ ვუსმენ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის, ბრალდებებს "რუსთავი 2-ის" პიდაპირ ეთერში.
ბესელიამ ალეკო ელისაშვილს "ყველაფრის მკადრებელი", "მხდალი" და "ლაჩარი" უწოდა.
"ამ მასხარას სერიოზულად ვეღარ ვუსმენ. მერობაზე მეოცნებე ბიჭუნა, რომელსაც ქალები სძულს და პატიმრებიც სძულს" - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ იქვე განაცხადა, რომ პროკურატურამ სერიოზული გამოძიება ჩაატარა და ე.წ. კოკაინის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
"პროკურატურამ სამი ექსპერტიზა ჩატარდა და დაადგინა, რომ საერთოდ კონტაქტი არ ჰქონია შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან. დაადგინა, რომ არც ერთი ზარი არ შესულა ჩემი ტელეფონიდან," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან