|
2016-03-18 12:29:45, 885 ნახვა
ეკონომიკა
ლეგენდარული „ბავარია“ ქართულ ბაზარზე შემოდის
ლუდის ლეგენდარული ბრენდი „ბავარია“ ქართულ ბაზარზე შემოდის. მალე ამ ბრენდის საქართველოში ჩამოსხმულ ლუდს ადგილობრივი მოყვარულებიც დააგემოვნებენ. საქართველოში „ბავარიას“ ოფიციალური წარმომადგენელი „ზედაზენი“ იქნება. ამასთან, „ბავარიამ“ კომპანია «ზედაზენისთვის» უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვა. „ბოლო პერიოდში ისინი საქართველოს ბაზარმა დააინტერესა, კერძოდ, ისეთი მაღალი ტექნოლოგიების ქარხანამ, როგორიც „ზედაზენია". ძალიან მოეწონათ დანადგარები, ხარისხი, კომპანიის სწრაფი განვითარება დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში. ჩვენმა ქარხანამ ვალიდაცია გაირა და მოგვცეს უფლება, ლუდი ჩამოვასხათ როგორც შუშაში, ასევე პეტსა და ქილაში“, - განაცხადა კომპანია „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ლუდი „ზედაზენის“ ქარხანაში უკვე მოხარშულია, მზად არის. ჩამოსხმა 25 მარტს დაიწყება, პრეზენტაცია კი 29 მარტს გაიმართება. „ბავარიას“ ქარხნები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, რომელთაგან მხოლოდ ერთი ქარხანა წელიწადში 6 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდის რეალიზაციას ახდენს. "ბავარია" პირველი უცხოური ბრენდია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანი წლებიდან იყო განვითარებული და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო. „ბავარია“ პილსნერის ტიპის ლუდია, რომელიც სადღეისოდ მომხმარებელთა მთავარ მეინსტრიმს წარმოადგენს. მისი სიმწარე ქართველ მომხმარებელზეა ადაპტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტირებულ ლუდზე ძალიან მაღალი ფასი გამოდის, გადავწყვიტეთ, იგი ადგილობრივად ჩამოგვესხა, რათა მომხმარებელს გავუიაფოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისთვის ეს მაღალხარისხოვანი ლუდი“, - აღნიშნა ვასილ სულხანიშვილმა.
(R)
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)