|
2015-02-17 18:34:44, 616 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ გრიგორი კარასინს თებერვლის ბოლოს შეხვდება
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრა პრაღაში თებერვლის ბოლოს გაიმართება. როგორც აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავენ, საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირების და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაა. "ამ თვის ბოლოს კონკრეტული ვადა უახლოეს დღეებში დაზუსტდება, გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ-რუსული არაფრორმალური დიალოგის ფარგლებში. ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რომელსაც იქ განვიხილავთ გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირების და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ.ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით შერჩეულია შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთს შორის. დეტალებზე არ შევჩერდები. უნდა შევჯერდეთ რუსულ მხარესთან, თუ როდის ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას.როდის ვაწერთ ერთობლივად კონტრაქტებს ხელს შვეიცარიულ კომპანიასთან. ამ საკითხების გასარკვევად შევიკრიბებით პრაღაში ორმხრივ რეჟიმში. ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორები საქმის კურსში არიან",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აქვე დასძინა, რომ ხელშეკრულებაში არაფერი შეცვლილა. "ხელშეკრულებაში არაფერია შეცვლილი. ეს საერთაშორისო შეთანხმებაა. 2011 წელ აიღო საქართველომ ვალდებულება, რაც ჩვენს ხელისუფლებაზე გადმოვიდა და ვალდებულებას პატივი უნდა ვცეთ. საუბარი იყო მხოლოდ კონტრაქტის რაღაც პირობებეზე, გარკვეულ ფორმულირებებზე, ჩვენ უკვე გავედით ფინალში და დადგა დრო, დაიწყოს პროცესის იმპლემენტაცია",-განაცხადა აბაშიძემ. ამასთან, აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე განსახილველი სხვა საკითხების შესახებაც ისაუბრა: "არის სხვა საკითხებიც, რომლებსაც განვიხილავთ. მათ შორის არის ქონებრივი საკითხები. ამ საკითხების მოგვარებაც საკმაოდ ოპერატიულად უნდა მოხდეს ჩვენი აზრით. არის ჰუმანიტარული საკითხები, ამ თემაზე ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში. მხედველობაში მაქვს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში იხდიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით. რამდენიმე ადამიანი უკვე გავათავისუფლეთ გასულ წელს. ახლა უნდა შევეცადოთ ეს პროცესი გაგრძელდეს და სხვა ჩვენი მოქალაქეებიც გავათავისუფლოთ. ისინი საკმაოდ მრავალწლიან სასჯელს იხდიან რუსეთში.ჩვენი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ ნაწილი ამ მოქალაქეებისა უკვე საქართველოში საკუთარ ოჯახებში არიან",-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)