13:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 17:26:24, 690 ნახვა

სამართალი
პროკურატურის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილს დაზარალებულის სტატუსი უახლოეს მომავალში მიენიჭება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობა უახლოეს მომავალში მოხდება.

უწყების ცნობით, გამოძიებას "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აწარმოებს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

რაც შეეხება კვალიფიკაციას, უწყების ინფორმაციით, საქმე ერთხელ უკვე გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მეხუთე ნაწილზე, ამჟამად კი კვალიფიკაციის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შსს აწარმოებს გამოძიებას ალექსანდრე პეტრიაშვილის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. უახლოეს მომავალში პეტრიაშვილი ცნობილი იქნება დაზარალებულად. რაც შეეხება კვალიფიკაციას, როგორც საზოგადოებამ იცის, საქმეზე ერთხელ უკვე შეიცვალა კვალიფიკაცია და 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა მე-5 ნაწილზე. ამ ეტაპზე კვალიფიკაციის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი საფუძველი გამოიკვეთება, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები საქმის გადასაკვალიფიცირებლად", - განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში.

შეგახსენებთ, ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, განცხადება დღეს მისმა ადვოკატმა გააკეთა. ლევან სამუშიას განმარტებით, თავდასხმიდან 20 დღის გასვლის მიუხედავად, სტატუსის მინიჭება მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ მომხდარა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics