13:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 14:10:39, 672 ნახვა

სამართალი
ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. მიშველაძის იურისტის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საჯარო განცხადებებზე, სადაც ჟურნალისტი ფარულ თვალთვალზე საუბრობს, გამოძიება არ დაწყებულა.

ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოში მისი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვის მიზნით დაიბარეს.

საიას იურისტი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ პროკურატურა დაინტერესდეს და გამოძიება მყისიერად დაიწყოს.

პროკურატურიდან გამოსული ეკა მიშველაძე ამბობს, რომ  საგამოძიებო ორგანოს მისთვის ცნობილი ყველა დეტალი უამბო.

„ამ ქვეყანაში ეს უკუღმართობა, რასაც ქვია უკანონო თვალთვალი, მიყურადება, ზოგადად ძალადობა, სასაფლაოებზე ადამიანების დახვრეტა უნდა დამთავრდეს და აუცილებლად დასრულდება, მე ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურას იმ პირის ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი და ალექსი პეტრიაშვილის Viber-მიმოწერა წარუდგინა.

ცნობისთვის, ეკა მიშველაძე გუშინ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეთერში გაკეთებულ განცახდებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს. ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის პირად ცხოვრებას უთვალთავალებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics