|
2025-05-08 14:56:12, 1098 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო მინისტრი - რუსეთმა 9 მაისის ცეცხლის შეწყვეტის პირობა უკვე 734-ჯერ დაარღვია
"ახლახანს ვესაუბრე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას, რომელმაც ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის "პარადის ცეცხლის შეწყვეტა" ფარსი აღმოჩნდა" – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთმა 8-11 მაისს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა უკვე 734-ჯერ დაარღვია. "ჩვენი სამხედრო მონაცემების მიხედვით, პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას ფრონტის მთელ ხაზზე. შუა ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა 734-ჯერ დაარღვია და 63 თავდასხმა მიიტანა, რომელთაგან 23 ამ წუთებშიც გრძელდება. 586 იერიში მიიტანეს ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე, აქედან 464 მძიმე შეიარაღებით. 176 იერიში დრონებით და 10 საჰაერო იერიში 16 მართვადი საავიაციო რაკეტით" – წერს სიბიგა X-ზე. რუსეთმის მიერ 8 მაისს უკრაინის რეგიონებზე იერიშის შედეგად, დონეცკის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. "8 მაისს, დაახლოებით 3:00 საათზე, სუმის ოლქში მტერმა, წინასწარი მონაცემებით, მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოაგდო. შედეგად, საკუთარ სახლში დაიღუპა 55 წლის ქალი, მისმა 24 წლის შვილი კი დაიჭრა". – წერია სუმის ოლქის პროკურატურაში.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)