|
2015-02-17 12:36:37, 556 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე: ჩემი მიდგომა მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობაა და არა კონფრონტაცია
"ჩემი მიდგომა არის მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობა და არა მათთან კონფრონტაცია",-ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ ჟურნალიტებს განუცხადა. გვენეტაძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, მოსამართლეთა პროფესიული დონის ამაღლებაზე იზრუნებს, რაც მისივე მტკიცებით, დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად წინაპირობა იქნება. "რასაკვირველია, პრობლემა სასამართლო ხელისუფლებაში ყველა ინსტანციის დონეზე იკვეთებოდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მხრივ, რომელიც გარკვეულწილად ბადებდა ეჭვს საზოგადოებაში ყოველთვის, რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო, ან უსამართლო. ამ მიმართებით ყურადღების გამახვილება უკვე მოხდა და ჩემი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენის შემთხვევაში, შევეცდები, რომ ისე როგორც ევროპულ და დასავლურ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემებშია დამკვიდრებული, ვიზრუნო მოსამართლეთა პროფესიონალური დონის ამაღლებაზე, რაც იქნება წინა პირობა დასაბუთებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად.ის, რაც კითხვებს აღარ დაუტოვებს პროცესის მონაწილე მხარეებს, მიღებული გადაწყვეტილებების უკანონობასთან დაკავშირებით. ვიცნობ იუსტიციის საბჭოს ორგანიზაციული კუთხითაც, პიროვნულადაც ბევრ იქ მოღვაწე მოსამართლეს და ასევე არამოსამართლე წევრებს. ვიცი ის პრობლემები, რომლებიც მათ გადაწყვეტილების მიღების დროს ექმნებათ, ხმათა რაოდენობის მოგროვების მხრივ. ჩემი მიდგომა როგორც განვაცხადე არის მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია მათთან. ამიტომ, შევეცდები ყველა დაშვებული კანონისმიერი გზითა და საშუალებით, მივაღწიო მათთან საერთო ენის გამონახვას რამდენადაც ვფიქრობ, რომ ის ღირებულება, რომლითაც მე მივდივარ სასამართლოში, მისაღები უნდა იყოს თვით მოქმედი სასამართლო კორპუსისასთვის",-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)