15:24 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 09:56:52, 885 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსები დნიპროს დაესხნენ თავს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და დნიპროს მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

„დაზიანდა სულ მცირე 15 სახლი. სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, საგანმანათლებლო დაწესებულების და კვების საწარმოს შენობები“, - აღნიშნა მერმა.

დრონებით თავდასხმას დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი გამოეხმაურა.

„„რუსკი მირი“ მოქმედებაშია. მალე მტრის საჯარო გვერდებზე კიდევ ერთი ჭორი გამოჩნდება „ნატო-ს ოფიცრების განადგურების“ შესახებ. სინამდვილეში, ეს არის კვლავ ტერორი დნიპროში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაზიანებულია სახლები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. დაზიანებული ავტომობილები“, - აღნიშნა ლისაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics