08:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 15:15:51, 4993 ნახვა

რეგიონი
ვანში ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია იმართება

ვანის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფელ სულორში, მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - „სულორი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ.

მათ თბილისიდან სამოქალაქოო აქტივისტები და გარემოს დამცველები შეუერთდნენ.

მოსახლეობის თქმით, გარკვეული პერიოდი მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა კი ადგილზე მშენებლობის სამზადისი განახლდა.

მათი განცხადებით, აღნიშნული ჰესის აშენების შემდეგ, სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მოსახლეობა კი იძულებული გახდება სოფლები დატოვოს. ადგილობრივების თქმით, არ სჯერათ “ქართული ოცნების" პირობებში მშენებლობის, რადგან სოფელში ყველა მშენებლობა უხარისხოდ სრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics