17:12 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 10:23:02, 1221 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 14 დაღუპულია, მათ შორის 6 ბავშვი, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 აპრილს უკრაინულ ქალაქ კრივი რიჰზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას.

„რუსულმა რაკეტამ ჩვეულებრივ ქალაქს დაარტყა, პირდაპირ მოხვდა ქუჩას, სადაც საცხოვრებელი შენობებია. წინასწარი ანგარიშებით, სავარაუდოდ, ეს ბალისტიკური რაკეტით დარტყმა იყო. ამ მომენტისთვის 14 გარდაცვლილი დადასტურებულია, მათ შორის ექვსი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, როგორც მინიმუმ ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

რუსული დარტყმები ყოველ დღე ხდება. ხალხი ყოველდღე კვდება. რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმითი დრონი ადასტურებს, რომ რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს. მხოლოდ მსოფლიოს ზეწოლას რუსეთზე, ყველა ძალისხმევას უკრაინის გასაძლიერებლად, ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და ჩვენს ძალებს - შეუძლია განსაზღვროს, როდის დასრულდება ომი.

შეერთებულ შტატებს, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს აქვთ უნარი აიძულონ რუსეთი მიატოვოს ტერორი და ომი და ეს უზრუნველყოფილ უნდა იქნას - მშვიდობა საჭიროა”, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics