18:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 13:01:40, 398 ნახვა

პოლიტიკა
ჩაფიძე გავრცელებულ კადრებზე: საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურებიან. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და პირველ რიგში გამოვლინდნენ ის პირები, რომლებმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები გაასაჯაროვოს.

სისტემურ დანაშაულზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე. მისი თქმით, ხელისუფლებამ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მისცეს კონკრეტული ვადა იმისთვის, რომ გამოავლინონ დამნაშავე პირები და დასაჯონ სამაგალითოდ.

„საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. პირველი აუციელებლად უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ და მე მგონი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში პრობლემა არ უნდა იყოს ამ სისხლის სამართლის დამნაშავეების გამოვლენა“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ეს ყველაფერი არის საკმაოდ რთული თემა და ამიტომ სამართლადამცავებმა აქტიურად უნდა იმუშავონ.

„თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ტექნიკურად შეძლებს იმას, რომ ეს ჩაკეტოს და აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისაგან. ერთადერთი, რაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ეს არის კანონის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება. ესეც იმ შემთხვევაში, ვინც კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში, თუ ატვირთვა მოხდა ვთქვათ საქართველოში ან თუ ატვირთვა მოხდა უცხოეთდან აქაც მთელი რიგი ტექნიკური სირთულეებია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics