17:12 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 10:39:36, 1515 ნახვა

ომი უკრაინაში
ლატვია უკრაინას 1 500 საბრძოლო დრონს გადასცემს

ლატვიის თავდაცვის მინისტრის, ანდრის სპრუდსის თქმით, ლატვია უკრაინას 1 500 საბრძოლო დრონს გადასცემს.

"მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დრონების საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში ორი ლატვიური კომპანია უკრაინას ჯამში 12 000 დრონს მიაწვდის, რომლის ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს". - დაწერა სპრუდსმა პლატფორმა X-ზე.

კოალიციის ინიციატივა, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და ლატვია ხელმძღვანელობენ, 2024 წლის იანვარში უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების გასაძლიერებლად შეიქმნა.

2024 წლის ბოლოსთვის, კოალიციას 20-მდე ქვეყანა შეუერთდა.

ლატვია უკრაინას ყოველწლიურად საკუთარი მშპ-ის 0.25%-ის სამხედრო დახმარებას უწევს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics