16:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 14:31:29, 545 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: ჯარიაშენთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ავამოქმედეთ

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი  სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მყისიერად აამოქმედა. საკითხი  ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ სხდომაზე განიხილება. გარდა ამისა, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სოფელ ჯარიაშენთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ქართული დელეგაცია საკითხს საკმაოდ მწვავედ ჟენევაშიც დააყენებს:

"სოფელ ჯარიაშენთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად აამოქმედა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. კერძოდ, ინფორმირებულია ჟენევის სამივე თანათავმჯდომარე, ევროკავშირის, ეუთოს და გაერო-ს წარმომადგენელი, ასევე ჩვენ ვიმყოფებიოთ მუდმივ კავშირზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ეს საკითხი იქნება სერიოზული განხილვის თემა სამშაბათს  ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განხილვის დროს და უახლოესი რაუნდი მარტის მეორე ნახევარში იგეგმება  ჟენევაში და ჩვენი დელეგაცია ძალიან მწვავედ დააყენებს ამ საკითხსს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მავახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ინფორმირება და მათი პოზიციის კონსოლიდაცია, რადგან არ მხოდეს იმ პროცესების ესკალაცია და შემდგომ მავთულხლართების დამონტაჟება და ოკუპირებული ხაზის გადმოწევა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.",-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებზე გზის გაყვანის სამუშაოები განახლდა.  მოსახლეობას ბაღებთან მიახლოება ეკრძალება. ადგილობრივების თქმით, ნაკვეთების ნაწილს საძოვრებად იყენებდნენ, ნაწილზე კი, ვაშლები მოჰყავდათ.
პროცესს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics