|
2025-03-11 10:04:20, 997 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედია - მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კომპანია „მირატორგის“ თანამშრომელი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დომოდედოვოს „მირატორგის“ სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე ობიექტები დაზიანდა. შემთხვევის შედეგად, სამწუხაროდ, კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები გადაიყვანეს ვიდნოესა და დომოდედოვოს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. გარდა ამისა, დაზიანდა 20 ავტომობილი. მანამდე, მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დღეს დილით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა. მისი თქმით, დრონის ნამსხვრევები რამენსკოეში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, სადაც მინიმუმ შვიდი ბინა დაზიანდა. ამასთან, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქზე შეტევების რამდენიმე ტალღის განხორციელება სცადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის 91 - მოსკოვის ოლქში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)