12:37 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 16:31:26, 623 ნახვა

სამართალი
პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას ითხოვს

პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას ითხოვს - როგორც ჟურნალიტსი ზურა ვარდიაშვილი სასამართლოდან იუწყება, "მზიას საქმეზე პროკურატურა ახალი იდეითაა წარმოდგენილი". 

კერძოდ, იმით, რომ მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძეზე თავდასხმის მითითება მიიღო ტელეფონით. 

ახლა ითხოვენ მზიას ტელეფონზე წვდომას.

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სასამართლოშია -  38 დღიანი შიმშილობის შემდგე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა.

პროცესს ესწრებიან  მზია ამაღლობელის კოლეგები და ჟურნალისტის ახლობლები.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან. 

სხდომაზე, ადვოკატები მზია ამაღლობელისთვის წერილის გადაცემას ცდილობდნენ, რისი უფლებაც ბადრაგებმა არ მისცეს.

ადვოკატებმა აღნიშნულის გამო, სასამართლოს მიმართეს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობა, თქვენის ნებართვით დაველაპარაკებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფურცელი, შემდეგ დავიბრუნებთ. ეს არ არის ნივთი, ეს არის მისი წერილობითი პოზიცია, თქვენ ვერ შეგვიზღუდავთ კომუნიკაციას, გადაამოწმეთ ნივთი”, - მიმართეს ადვოკატებმა მოსამართლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics