|
2016-03-10 14:14:33, 887 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია: ზაფხულში, ალბათ, ევროკავშირში ვიზის გარეშე პირველი ვიზიტორები გვეყოლება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა და მას მნიშვნელოვანი პროცესი უწოდა. როგორც დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირში ვიზის გარეშე პირველი ვიზიტი ზაფხულში განხორციელდება. „მნიშვნელოვანი პროცესია, მოგეხსენებათ სახელმწიფოს პრაქტიკულად ყველა უწყება იყო ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ღონისძიება, რომელიც ქვეყანამ გაატარა, პოზიტიური შედეგით დასრულდა. ველოდებით, რომ ზაფხულში, ალბათ უკვე პირველი ვიზიტორები გვეყოლება ევროკავშირში ვიზის გარეშე”, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მინისტრმა ინტეგრაციის ნაწილში სოფლის მეორნეობის როლზე ისაუბრა, რომლის ძალიან ბევრი დირექტივა ასოცირების ხელშეკრულების თანახმად სოფლის მეურნეობაზე მოდის. „საკმაოდ დიდი იმედები გვაქვს მიმდინარე წლის ვაჭრობის დიფერისიფიკაციის ნაწილში სადაც ევროკავშირის ქვეყნებზე უკვე 20%-ზე მეტი მოვიდა გასული წლის შეჯამების შედეგად, ვფიქრობთ, რომ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე მინდა შეგახსენოთ, ევორკავშირის ქვეყნებში ჩვენი აქტიურობა მათ შორის 2017 წლის ბორდის ცივილიზაციის ცენტრში ღვინის კუთხი მნიშვნელოვანი წარმოდგენა, ასევე ხმელთაშუა ზღვისა და ევროპის ცივილიზაციის მუზეუმში ქართული ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა, გვაქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყანაში. ქართული სოფლის პროტოტიპის კუთხით ღონისძიებები, რომელიც წარმოდგენილი იქნება, შესაბამისად ეს გახლავთ ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებისთვის ევროკავშირში, მათ შორის პროდუქტების მომზადება და სერთიფიცირება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, რათა მოხდეს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ძირითადი მიმართულებებია თევზ პროდუქტები, ასევე არის ქართული თაფლი, რომელიც წელს გავა ევროკავშირში, ვინაიდან ყველა პირობა უკვე არსებობს ქვეყანაში, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები გაკეთდეს და მოხდეს ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ღვინის ექსპორტი, რომელიც გაზრდილია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-იანი ზრდა გვაქვს და მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ევროპულ ქვეყნებს უჭირავს“, - განაცხადა დანელიამ.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)