|
2025-02-21 12:12:20, 568 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბაკურიანში Subway-ს 22-ე რესტორანი გაიხსნა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, „ვისოლ ჯგუფმა“ ბაკურიანში სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერ Subway-ს ამერიკული რესტორანი გახსნა. ბაკურიანში ახლადგახსნილი Subway-ს რესტორანი რიგით 22-ე ობიექტია. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში ამერიკული რესტორნებს ქსელის Dunkin-ის რესტორანი, რომლის ფრანჩაიზის მფლობელიც ასევე „ვისოლ ჯგუფია“, ჯერ კიდევ 2022 წელს გაიხსნა და ის დაბა ბაკურიანში აღმაშენებლის 1-ში მდებარეობს, სადაც ახლა უკვე „საბვეის“ რესტორანიც გაიხსნა. Subway-ს ამერიკული რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობენ. Subway-ს ქართული რესტორნები ინდივიდუალურად აწყობილი სენდვიჩების გარდა, მომხმარებელს პროფესიონალი კულინარების მიერ პოპულარული ინგრედიენტების მიქსით შექმნილ მზა შეთავაზებებსაც ახვედრებს, რათა ობიექტში სტუმრობა სასიამოვნო გამოცდილებად უქციოს სტუმარს, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებით სურს.
Subway-ს განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37,000-ზე მეტი რესტორნით და ლიდერია სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიაში.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)