|
2025-02-17 20:42:31, 534 ნახვა
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი - აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი. პროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებისას აღარ იქნება გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა, სატარიფო რეგულირების შესაბამისი წლისათვის (კვტ.სთ). დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ენგურჰესსა და ვარდნილჰესს ევალება, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს ოკუპირებულ აფხაზეთს. მისივე თქმით, აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს. ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ენგურჰესის გამომუშავების თითქმის ნახევარი აფხაზეთზე მოდის და მისი უსასყიდლო მიწოდება კომპანიისთვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს. პროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიღების შედეგად შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისათვის“ შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და ვალდებულებების შეუფერხებლად შესრულებას. განმარტებითი ბარათის მიხედვით, „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ფინანსური მდგომარეობა სავალალოა. ორივე კომპანია იძულებულია წლიდან წლამდე სესხით იმართოს. დამატებით, შპს „ენგურჰესს“ აქვს ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის შესრულებასაც ვერ ახერხებს. არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული ტარიფი კი არ აკმაყოფილებს ელექტროსადგურების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალურ სახსრების შემოდინებას. ტარიფის ზრდის შემთხვევაში კი კომპანია შეძლებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების გასტუმრებას.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)