|
2025-02-12 12:03:12, 479 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხადდნენ. თიბისიმ მასშტაბური დანერგვის (The best Scaling of OKRs) ნომინაციაში გაიმარჯვა, რაც კომპანიის სტრატეგიული და ინოვაციური მართვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. OKR (Objectives and Key Results) თანამედროვე მიზნების მართვის მეთოდოლოგიაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ გლობალური კომპანიები - Google, Amazon, Microsoft, LinkedIn, Netflix და სხვა. მეთოდოლოგიის მიზანია სტრატეგიული ფოკუსის შექმნა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ორგანიზაციაში. თიბისიში OKR მეთოდოლოგია 2021 წელს დაინერგა და მას შემდეგ, ორგანიზაციის სტრატეგიული მართვის მთავარი ინსტრუმენტი გახდა. ეს გამარჯვება ადასტურებს, რომ თიბისი არამხოლოდ იყენებს OKR სისტემას, არამედ წარმატებით ნერგავს მას ორგანიზაციის მასშტაბით, აძლიერებს მიზნების მიღწევას და ზრდის ეფექტიანობას. ეს მორიგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება თიბისი და ქმნის საუკეთესო პრაქტიკებს ბიზნეს სივრცეში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)