|
2025-02-07 16:03:51, 1551 ნახვა
რეგიონი
მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა
დროებით ოკუპირებულ სოხუმში პირველი სატესტო ფრენა შესრულდა. ე.წ. ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში რეისი მოსკოვიდან ავიაკომპანია UVTaero-მ შეასრულა. "მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, სოხუმის აეროპორტში ჩამოვიდა თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დასასრულს უახლოვდება. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება. ტურისტული სეზონის დასაწყისიდან ველოდებით რეგულარულ ფრენებს რუსეთის ქალაქებში", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ. UVTaero რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც რეისებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ასრულებს. ამასთან, ავიაკომპანიის ვებვერდის თანახმად, ის უზბეკეთში: ტაშკენტსა და სამარყანდში დაფრინავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)