14:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 16:24:59, 384 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე: არანაირ ძალადობას არ ვაპირებ

არანაირ ძალადობას არ ვაპირებ, ბაისაც დაველაპარაკები და მინდა ჩემი მომავალი ნაბიჯების ახსნა, - ამის შესახებ „მაესტროს“ ახლადარეგისტრირებულმა გენდირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა ის აბსოლუტურად კონსტრუქციულად არის განწყობილი.

მისივე თქმით, ის ბრძოლის გაგრძელებას კანონიერი გზებით აპირებს.

„არანაირ ძალადობას არ ვაპირებ. ბაისასაც დაველაპარაკები. მინდა კოლექტივთან შეხვედრა და ჩემი მომავალი ნაბიჯების ახსნა. ამ მისამართზე ზის „მაესტრო“. გენდირექტორი ვარ, აბსოლუტურად კონსტრუქციულად ვარ განწყობილი. კანონიერი გზებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას. ალტერნატიულ შენობასაც ვიპოვი არ არის პრობლემა. იჯარის ხელშეკრულების დარღვევას, „მაესტროს“ აქედან გადასვლასაც აქვს გონიერი ვადები. დაველაპარაკები „მაესტროს“ ამ შენობის მმართველს, მათ იურისტებს და მივიღებ გადაწყცვეტილებას. არიან ტელეკოპმპანიის წარმომადგენლები,. რომლებსაც ჩემთან უნდათ შეხვედრა“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის შენობაში ამ წუთებში შევიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics