|
2025-01-31 12:03:42, 680 ნახვა
ომი უკრაინაში
რუბიო რუსეთ-უკრაინის ომზე - ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობებს გულისხმობს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს და დასრულდეს მოლაპარაკებებით, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობებს გულისხმობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რუბიომ უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ. „წარმოიდგინე, რომ უკრაინელი ხარ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია“, - აღნიშნა რუბიომ. ამასთან, მისი თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე ფასს იხდის და როგორც უკრაინა ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან ომის დასრულებით. "ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალისტური მიზნების მიღწევით და ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, მხოლოდ შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეუძლია ეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ მას (ტრამპი) მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)