|
2025-01-15 12:05:05, 527 ნახვა
ეკონომიკა
2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა. გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა. ტურისტული და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2025 წლის მე-4 კვარტალში. გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +0.8%-ს შეადგენს. 2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს. 2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი 1,336,834 ვიზიტი ისრაელი 310,982 ვიზიტი ყაზახეთი 178,930 ვიზიტი ინდოეთი 124,335 ჩინეთი 88,583 ვიზიტი საუდის არაბეთი 88,298 ვიზიტი უზბეკეთი 64,259 ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატები 51,728 ვიზიტი საფრანგეთი 28,302 ვიზიტი საბერძნეთი 27,557 ვიზიტი ქუვეითი 27,277 ვიზიტი ლატვია 22,297 ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საემიროები 14,889 ვიზიტი
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)