|
2024-10-28 18:40:04, 934 ნახვა
რეგიონი
აჭარაში განთავსების ობიექტებს სოციალური გვერდების მართვის თემაზე ინდივიდუალური ტრენინგები უტარდებათ
აჭარაში 100 საოჯახო-სასტუმრო სახლსა და კოტეჯს სოციალური მედიის სპეციალისტები სოციალური მედიის გვერდების (Facebook, Instagram, Tik-Tok) შექმნაში, განვითარებასა და ეფექტურად მართვაში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება. „პროგრამის ფარგლებში 20-ზე მეტი ფოტოგრაფი და სოციალური მედიის სპეციალისტი ინდივიდუალურად სტუმრობს სოფლად არსებულ განთავსების ობიექტებს, უმზადებს ფოტო-ვიდეო მასალას (რილსების სახით), ასწავლის როგორ შექმნან ან განავითარონ უკვე არსებული სოციალური მედიის პლატფორმები ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე. პროექტისთვის წინასწარი კვლევის საფუძველზე შეირჩა ისეთი განთავსების ობიექტები, რომლებსაც ნაკლებად გამართული ან საერთოდ არ ჰქონდათ სოციალური მედიის გვერდები. პროექტი ოქტომბერში დაიწყო და ნოემბერის ბოლოს დასრულდება. ბოლო წლებში, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 7,500-ზე მეტი გიდი, ტურისტული სააგენტოს, განთავსებისა და კვების ობიექტის, ასევე სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლის წარმომადგენელი გადაამზადა. რეგიონში ტურისტული სერვისის განვითარების მიზნით 2025 წელს ბიუჯეტით 1 420 000 ლარია გათვალისწინებული, რაც გარდა სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა, გიდების საერთაშორისო კონფერენციისა და გასტრო ფორუმის ჩატარებას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)