03:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 15:50:08, 393 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ

ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორიგ კვირიკაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას - „რა არის ის კონკრეტული საკითხები, რომელზეც ოპოზიციასთან შეთანხმებას შესაძლებლად მიიჩნევთ?“.

"მე არა თუ აუცილებლად მივიჩნევ, მე ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. თუ ეს სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, ეს იქნება ის ქვეყანა, რომელშიც ყველას გაუხარდება ცხოვრება. მე არ ვარ იდეალისტი. გარკვეული იდეალიზმი, ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია და მიღწევადია. ეს განწყობა უნდა მოდიოდეს მთავრობიდან უპირველეს ყოვლისა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ. ჩვენ დავიწყეთ ამ კულტურის დამკვიდრება და ძალიან კარგი ნაბიჯებით მივდივართ წინ", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიციურმა ძალამ ახალი რეალობა ვერ აღიქვა და უხერხული სიტუაციაც შეექმნათ.

„სამწუხაროდ ყველა ოპოზიციურმა ძალამ ვერ აღიქვა ეს ახალი რეალობა და მათ ცოტა უხერხული სიტუაციაც კი შეექმნათ. ბევრი მათგანი აგრძელებს ისევ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას და კონფრონტაციულ რეჟიმში რჩებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება, ალბათ, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ არანაირი რისკი იმას არ ემუქრება, რომ მთავრობის მხრიდან იქნება ძალიან თანმიმდევრული, ასეთი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რანაირადაც არ უნდა იქცეოდნენ ისინი. ჩვენ უნდა დავდგეთ ამ გრძნობებზე და ემოციებზე მაღლა, რადგან ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ამაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics