|
2024-08-20 15:15:50, 4558 ნახვა
სამხედრო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 105 წლისაა
20 აგვისტოს თავდაცვის ძალები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაარსების დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 105 წლის იუბილე ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობასა და იუნკერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს. "სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში თავდაცვის აკადემიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის განათლების მიმართულება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მინისტრმა აკადემიის ხელმძღვანელობას სასწავლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, აკადემიის სასწავლო ბატალიონის, ბაკალავრიატისა და საკანდიდატო კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ჩატარდა. გაიმართა დიპლომებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაც. იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობებში. ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებულ პერსონალს გადაეცა უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, დაარსდა იუნკერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 1919 წლის 20 აგვისტოს. ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)