|
2024-08-01 16:10:28, 439 ნახვა
ეკონომიკა
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად „თიბისისა“ და IFC-ს შორის 150 მილიონი აშშ დოლარის ტრანზაქცია გაფორმდა
“თიბისი“ ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 150 მილიონი დოლარის ოდენობის, ხუთ წლიან, სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და კლიმატის დაფინანსების გაძლიერებას ისახავს მიზნად. IFC-გან მიღებული დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მდგრადი დაკრედიტების მიმართულებით, “თიბისის“ წამყვან პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს. “აღნიშნული ტრანზაქციის ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ეტაპია IFC-თან თანამშრომლობაში და ასახავს ჩვენი ინსტიტუტების საერთო ღირებულებასა და მისწრაფებას - ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. მოზიდული სესხი არა მხოლოდ გააძლიერებს “თიბისის“ ძალისხმევას მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში, არამედ საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოს მასშტაბით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ IFC-ს გამოყოფილი დაფინანსებისთვის და მოუთმენლად ველით წარმატებული თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობებს მომავალში“,- განაცხადა “თიბისი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. “ეს ინვესტიცია საქართველოში IFC-ის იმ საქმიანობის ნაწილია, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. “თიბისი“ ბანკთან პარტნიორობით და მისი შესანიშნავი ციფრული მექანიზმების და ფილიალების ფართო ქსელის მეშვეობით, ვგეგმავთ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსებაში, რაც მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა, სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ. IFC-ის შესახებ
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)