|
2024-07-23 13:19:39, 417 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება
“საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, პარტნიორი ბიზნესების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5 მილიონ ლარს შეადგენს და ის ახალი პროექტის განსახორციელებლად ძირითადი საშუალებების შეძენას მოხმარდება. ვილა მოსავალი თბილისიდან 30 წუთის სავალზე, მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი 1 ჰა ფართობზე, რესტორნისა (ივენთ ჰოლი) და კიდევ ერთი განსაკუთრებული აუზის მშენებლობა იგეგმება. “საქართველოს ბანკი“, ბიზნესებს ახალი პროექტების განხორციელებაში აქტიურად უჭერს მხარს. ტურიზმის განვითარება კი ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ვილა მოსავალთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ. მოხარულები ვართ, რომ კომპანია წლიდან წლამდე ძლიერდება და ვითარდება, რასაც აღნიშნული პროექტიც მოწმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“, - განაცხადა “საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი კიკალიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ვილა მოსავალის გაფართოების პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც, უნივერსალური ინდუსტრიული კომპონენტის პროგრამით, სესხის პროცენტის სუბსიდირებას უზრუნველყოფს.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)