00:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 15:16:42, 437 ნახვა

პოლიტიკა
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას

ყველა პარტნიორთა შეხვედრაზე და ნატო-ს ყველა წევრ ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრაზე, თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზითით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ევროკავშირიში ინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით საკმაოდ წინ არის წასული.

როგორც ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე იმოგზაურებენ შენგენის ქვეყნებში.

"მინისტერიალზეც, შეხვედრაზეც ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. ბოლო შეხვედრაზეც პირადად მე დავაყენე ეს საკითხი. ვარშავის ნატო-ს სამიტზეც დავაყენებთ ამ საკითხს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამაში", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთის მოქალაქეებიც ელოდებიან ევროკავშირისგან მსგავს გადაწყვეტილებას.

მინისტრის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გადაჭრას ვუჭერთ მხარს და ყველა ფორმატში, ყველა პლატფომრაზე ამ მხარდაჭერას ვაფიქსირებთ", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics