|
2024-07-02 11:52:15, 2522 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. “სერჟანტთა კორპუსს მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ თავდაცვის ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ, თქვენ უდიდესი ნდობა გაქვთ და იმედი ხართ თითოეული ჩვენგანისთვის”, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. მინისტრმა, სახელმწიფოსა და უწყების სახელით, მხარდაჭერა აღუთქვა სერჟანტებს მათი შესაძლებლობების გაძლიერებისა და პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით. პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“, ნაწილმა კი, სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები მიიღო. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და „ჯარის ბანაკში“ მონაწილე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. საქართველოში სერჟანტთა საკონტრაქტო პროფესიული ინსტიტუტის ჩამოყალიბება 2002 წლიდან იღებს სათავეს. სერჟანტთა კორპუსის დღედ 25 ივნისი დაწესდა. თავდაცვის ძალებმა სერჟანტთა პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან დღეს საზეიმოდ აღნიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)