|
2024-06-25 11:31:29, 665 ნახვა
ეკონომიკა
Global Private Banker-მა „საქართველოს ბანკისა“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში
"საქართველოს ბანკის" დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება Global Private Banking-ის გამომცემლობამ 2024 წლის ინოვაციების ჯილდოს ფარგლებში საუკეთესო კერძო ბანკად დაასახელა საქართველოში. Global Private Banker-ის განცხადებით, "საქართველოს ბანკის" მიერ წარმოდგენილი მონაცემები და შედეგები აჩვენებს, რომ "საქართველოს ბანკის" ყოველი გადაწყვეტილების ცენტრი მომხმარებელია. შესაბამისად, ის ქმნის მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებულ პრემიალურ შეთავაზებებს, რომელთა შედეგად, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე 88.4%-ია. გამომცემლობა ყოველწლიურად აფასებს კერძო საბანკო კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სექტორში გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. 2024 წლის ჯილდოს ფარგლებში, გამოცემის მიზანი იყო გამჭვირვალე შესარჩევი პროცესის შედეგად გამოევლინა ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით ქმნიან კერძო სექტორის საბანკო ლანდშაფტს. "საქართველოს ბანკის" დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებასთან ერთად, ქვეყნის დონეზე გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ HSBC (ჰონგ-კონგი), Societe Generale (ლუქსემბურგი), Bank of America (აშშ) და სხვა. „ჩვენ მოხარულები ვართ, Global Private Banker-ის მიერ მონიჭებული აღიარებით, რაც ჩვენი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ჩვენთვის ყოველი ახალი ჯილდო მოტივაციის დამატებითი წყაროა, რომელიც გვიბიძგებს, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი საბანკო, პრემიალური პროდუქტები და მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები, რომელიც მათ ყოველდღიური რუტინული პროცესების გამარტივებაში დაეხმარებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს თეონა ბერია, "საქართველოს ბანკის" დაგროვილი ქონების მიმართულების ხელმძღვანელი.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)