|
2024-06-19 16:57:03, 550 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სამაცივრე და საყინულე დანადგარების კომპანია „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ფართოვდება
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით სამაცივრე და საყინულე დანადგარების კომპანია „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ფართოვდება. პროექტის ჯამური ღირებულება 5.7 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.9 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 600 ტონა მოცულობის საყინულე საკანი აშენდა, რომელიც გერმანულ-ჰოლანდიური აგრეგატებით არის აღჭურვილი. ასევე, მოხდა უკვე არსებული სამაცივრე მეურნეობის ტემპერატურის და ტენიანობის მართვის თანამედროვე სისტემებით გადაიარაღება და რეკონსტრუქცია. კომპანია ამით არ ჩერდება და სამომავლოდ ელექტროენერგიის დაზოგვისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით, მზის სადგურის მშენებლობას გეგმავს. პროცესშია 1,000 ტონა მოცულობის საყინულეს მშენებლობა. ასევე, გეგმაშია მშრალი სასაწყობე სივრცის მოწყობაც. ამით კომპანია ტვირთის მიღების, გაცემისა და ტვირთბრუნვის თანამედროვე მართვის სისტემებით აღჭურვას უზრუნველყოფს. „საქართველოს ბანკი მრავალი წელია ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებით არაერთი სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი მხარდაჭერით, პროექტები განხორციელებულია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მოხარულები ვართ „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ჩვენი მხარდაჭერით ფართოვდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამაცივრე საწყობს აშენებს, რაც ტვირთბრუნვას გაზრდის და კომპანიის სამომავლო განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)