16:10 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 16:49:44, 705 ნახვა

რეგიონი
15-16 ივნისს ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს

15-16 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

„ჩატარების ადგილის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. 

ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ,  დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ. 

ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის ჩატარდება თითების თეატრი, სთრით არტი, ილუზიონისტების შოუ, თიხის ძერწვის მასტერკლასები და სხვა საბავშვო აქტივობები. 

ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებს. იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც. ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ.  ფესტივალი გასული წლის მსგავსად ორდღიანი იქნება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics