|
2024-06-04 11:47:06, 471 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში, „თიბისის“ მხარდაჭერით, უზბეკეთის აუთსორსინგის კონფერენცია ჩატარდა
კონფერენციამ ერთგვარი პლატფორმის როლი შეასრულა დამსწრე ბიზნესებისთვის პოტენციური პარტნიორების აღმოსაჩენად და ინფორმაციის მისაღებად უზბეკეთის ბაზარზე არსებული სტრატეგიული უპირატესობების შეასახებ. უზბეკეთი მზადაა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი რესურსები და გამოცდილი სამუშაო ძალა იმ ქართული ბიზნესებისთვის, რომლებიც დივერსიფიცირებას და აუთსორსინგის ოპერაციების გაძლიერებას გეგმავენ. კონფერენციაზე დამსწრე ბიზნესები გაეცნენ უზბეკეთის ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს, რომელიც მათ 0%-იან განაკვეთებს სთავაზობს კორპორაციულ, სოციალურ, ქონებისა და მიწის გადასახადებზე; ასევე, მიიღეს წვდომა შრომისუნარიანი ფიზიკური პირების 20 მილიონიან ჯგუფზე, რომლის დიდი ნაწილიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას; მიიღეს ინფორმაცია მრავალჯერადი ვიზის შესახებ, რომელიც 3 წლამდე ვადითაა ხელმისაწვდომი ინვესტორებისთვის, ბიზნესების დამფუძნებლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის; ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა დააფუძნონ ბიზნესი 3-6 კვირის განმავლობაში, ისარგებლონ უფასო საოფისე ფართით ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის ანაზღაურებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებით და მიიღეს ინფორმაცია ცენტრალური აზიის ბაზარზე შესვლის შესახებ, უზბეკეთის IT პარკში გაწევრიანების გზით. უზბეკეთსა და საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აერთიანებს. ამ უნიკალური მდებარეობის შედეგად, ორი ქვეყნის ეკონომიკა მრავალფეროვნებითა და მძლავრი სამეწარმეო შესაძლებლობებით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, ბიზნესსექტორის განვითარების ტემპი, ამ 2 ქვეყანაში მნიშვნელოვანდ განსხვავდება. დიდი პოტენციალის მიუხედავად, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა ბაზრის სიმცირე, მაღალი კონკურენცია და ბიუროკრატიული დაბრკოლებები. უზბეკეთის ბაზრის უპირატესობას წარმოადგენს მოსახლეობა, რომლის მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი მთლიანი მოსახლეობის 60%-ს შეადგენს და ასევე, განათლების სისტემა, რომელიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ყოველწლიურად 125 000 კვალიფიციურ პროფესიონალს ამზადებს ბაზრისთვის. საქართველოსთან შედარებით, ნაკლები ბიუროკრატიის შედეგად, უზბეკეთი მიმზიდველად იქცა იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც აუთსორსინგის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავენ მიზნად.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)