|
2024-05-22 10:50:53, 368 ნახვა
ეკონომიკა
ბაქოში, გამოფენაზე CASPIAN AGRO 2024 საქართველოდან მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2024 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების „აჩინებული“, „ანიგოზი“, „ქალაქური“, „სადილი“, „კულა“, „მაისი“, „ჯორჯიან ბეიქერსი“ და „ზელატოსი“ წარმოებული ქართული კაკალი, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები და სხვა. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მონაწილე 6 კომპანია სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. ბაქოში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ აღნიშნა, საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს. „მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად მზარდია. რაც შეეხება გამოფენებში მონაწილეობას, ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას“, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ. გამოფენას CASPIAN AGRO ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)