|
2024-05-20 14:16:27, 414 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, წელს პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 % შეადგინა. ლევან დავითაშვილმა დასაქმების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და თანხვედრაშია მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. „2024 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, ამ ზრდიდან გამომდინარე, დასაქმებაში გვაქვს გაუმჯობესება. ეს პირდაპირ აისახა დასაქმების მაჩვენებელზე და უმუშევრობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირდა 4 პროცენტული პუნქტით, რაც ისტორიულ მინიმუმს შეადგენს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 1 402 000 შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყენაში შემცირდა უმუშევართა რაოდენობა - 50.6 ათასი ადამიანით და შესაბამისად, უმუშევართა რაოდენობის მინიმუმი - 228.6 ათასი დაფიქსირდა. უმუშევრობის დონე 4.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული როგორც ქალებში ასევე კაცებში და ქალებში 11.1 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 16.3 პროცენტს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. „რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გაიზარდოს დასაქმება, შემცირდეს უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, პირდაპირ აისახოს ჩვენს მოქალაქეებზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)