|
2024-04-24 10:05:23, 410 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სოფელ ჩხორიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ფერმერ გიორგი გაბუნიას თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იღებენ სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმდინარე წელსაც მაქსიმალური იქნება; ფერმერებს 50-მდე აგრონომი თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით გაუწევს საჭირო კონსულტაციებს, პროცესში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციაც. „დღეს ფერმერმა ის რეალობა უნდა გაითვალისწინოს, რაც კლიმატის ცვლილებით შეიქმნა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღების სწორად მოვლა. ცალკე გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამ მიმართულებითაც საქართველოს მთავრობა წელსაც მაქსიმალურს გააკეთებს. ინდუსტრიულ ბაღში 2,5-3 ტონაა მოსავლიანობა; მცირე ფერმერებსაც შეუძლიათ, გააორმაგონ მოსავალი, რაც გაცილებით მეტ შემოსავალს მისცემს თითოეულ ოჯახს და საბოლოო ჯამში ქვეყანას. მცირე მეწარმეების მიერ მოსავლიანობის გაზრდის შემთხვევაში, თხილის ექსპორტიორებში მესამე ადგილს დავიკავებთ. სწორი მოვლით ამის მიღწევა შეგვიძლია, სახელმწიფო პროგრამაც სწორად ამას უწყობს ხელს. მთავარია, რომ ყველამ ერთად, უკეთესი შედეგის მისაღწევად, ძალები გავაერთიანოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ არსებული პროგრამებით ბაღების მოვლის ხარჯები 60-70 პროცენტით შეუმცირდათ. ფერმერებმა ასევე ისაუბრეს თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით სამინისტროს მხრიდან ცოდნის ამაღლებისთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც. „თანამიმდევრული და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები საშუალებას აძლევს ჩვენს ფერმერებს, რომ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარს მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქცია შესთავაზონ, რაშიც სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული. გარდა იმ მხარდაჭერისა, რაც მოიცავს ბრძოლას მავნებლებთან და სუბსიდირებას, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამები, რაც აუცილებელია ბაღის სწორად მოვლისათვის“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. დარიცხულია 15 მლნ ლარზე მეტის ეკვივალენტი აგროქულა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)