|
2024-04-11 11:41:30, 360 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ 300 000 000 აშშ დოლარის 9.5%-იანი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა
"საქართველოს ბანკმა" 300 000 000 აშშ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციებზე ფასი 9.5%-თ განისაზღვრა. ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities. ტრანზაქციის თანა მენეჯერია გალტ & თაგარტი. „ტრანზაქციის ზომა და ფასი იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ გაძლიერდა ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და როგორ და სულ უფრო მეტად იზრდება ბანკის ნდობა ინვესტორების მხრიდან“,- აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის წამყვანი საინვესტიციო ბანკი- Peel Hunt ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას. „მოხარული ვარ, რომ დღეს "საქართველოს ბანკის" ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. ჩვენ 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი უვადო სუბორდინირებული ბონდები გამოვუშვით, რომლის განთავსებაც ირლანდიურ საფონდო ბირჟაზე მოხდება. ეს ტრანზაქცია არის იმის დასტური, რომ ინვესტორების მაღალ ინტერესსა და ნდობას ვიმსახურებთ“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა. ფასიანი ქაღალდების განთავსება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე იგეგმება და მათი რეიტინგი B- (Fitch) და B2 (Moody’s) იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)