|
2024-03-21 10:11:17, 769 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ განახლება მთავარი ეკონომისტისგან - დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრო დაბალიც კი იქნებოდა
დაბალი ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება და სხვა ფაქტორები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების არგუმენტებია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარებადი ქვეყნები ასევე დამოკიდებულნი არიან ძირითადად აშშ-სა და ასევე, ნაწილობრივ ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე. ამ მხრივ, შერბილება ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა. მთლიანობაში, "თიბისი კაპიტალის" მოსაზრებით, მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით კიდევ შემცირდება, თუმცა უკვე მხოლოდ ზომიერად. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-იანი ან მცირედით უფრო დაბალი ნიშნული მოიაზრება. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თებერვლის წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებას აჩვენებს. საკმაოდ ძლიერი იყო ექსპორტის მაჩვენებელი. საგარეო ვაჭრობის დეტალური ჩაშლა მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამასთან, ჯერ კიდევ დაახლოებით 26 თებერვლიდან დღევანდლამდე მოყოლებული, ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა აღინიშნება, რაც ხშირად ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ეს ფაქტორი დროებითია და ხშირად საპირისპირო მიმართულებით იცვლება. მიუხედავად ამისა, "თიბისი კაპიტალი" ინარჩუნებს შეფასებას, რომ მართალია მცირედით, მაგრამ საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ლარი უფრო მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას ე.წ. გრძელვადიანი ტენდენცია განაპირობებს. გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)