|
2024-03-15 14:40:57, 788 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის საკითხები მესამე პლენარულ შეხვედრაზე განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების საკითხზე გამართულ მესამე პლენარულ სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია ცირკულარული ეკონომიკის სფეროში ევროპის სტანდარტებთან მაქსიმალურად მოკლე დროში მიახლოება, რეგულაციების სრულყოფა, დაინტერესებული მხარეების ეფექტიანი მუშაობისთვის პლატფორმების ჩამოყალიბება. „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევის შემუშავება დაიწყო. დოკუმენტი წარმოადგენს სტრატეგიულ გეგმას, რომელიც გრძელვადიან ხედვასა და მის მისაღწევად საჭირო ძირითად ინიციატივებს განსაზღვრავს. ცირკულარობის გზამკვლევის საფუძველს ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა ქმნის, რომელიც ევროპული „მწვანე შეთანხმების“ ძირეული ნაწილია“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. ცირკულარული ეკონომიკა ეკონომიკური განვითარებისადმი სისტემური მიდგომაა, რომელსაც სარგებელი როგორც ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და გარემოსთვის მოაქვს. ეს ეკონომიკური კონცეფცია აგებულია ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრის, საქონლისა და ნედლეულის სარგებლობაში შენარჩუნებისა და ბუნებრივი სისტემების აღდგენის პრინციპებზე. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის მიერ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და სბმკ „ორქისის“ ექსპერტთა ჯგუფმა მიიღო.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)