|
2024-02-06 17:35:26, 639 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია
მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო სამ წელიწადში შესაძლებელი გახადა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია. 2020-2023 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი 9.3-დან მშპ-ის 2.5, ხოლო მთავრობის ვალი 60,2-დან 39,5 პროცენტამდე შემცირდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ხუციშვილის თქმით, ფისკალური კონსოლიდაცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. „არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მთავრობის ვალი უკვე უსაფრთხო დონეს დაუბრუნდა. ვალის მართვის მხრივ ჩვენი პრიორიტეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ის ფარგლებში შენარჩუნება და პორტფელის დივერსიფიცირება. მოგეხსენებათ, ისტორიულად მთავრობის ვალის 80% საგარეო წყაროებიდან იყო მოზიდული უცხოურ ვალუტაში. ბოლო წლებში, ჩვენ ეს მაჩვენებელი 72 პროცენტამდე შევამცირეთ. ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ შიდა ვალის წილის ზრდას. გაგრძელდება შიდა ბაზარზე ბენჩმარკ ფასიანი ქაღალდების განვითარება, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენი მიზანია საერთაშორისო ინდექსებში ჩართვა, რაც აამაღლებს ჩვენი ბაზრის საერთაშორისო ცნობადობას და ხელს შეუწყობს არარეზიდენტი ინვესტორების მოზიდვას", - განაცხადა ხუციშვილმა. მისივე თქმით, ეკონომიკური მდგრადობის ზრდის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მმართველობის მაღალი ხარისხის ფონზე, მთავრობის მიზანია, შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელს გახდის საინვესტიციო რეიტინგის (BBB-/Baa3) მიღწევას.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)