|
2024-02-06 17:34:44, 579 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაიზარდა
მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა და 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების ფონზე, მკაცრი ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, მთავრობის ვალის უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებისა და დეფიციტის 2.5%-მდე შემცირების პარალელურად, შესაძლებელი გახდა დამატებითი რესურსების მობილიზება, როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების ისეთი ღონისძიებების დაფინანსების გასაზრდელად, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა და განათლება. ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის ფარგლებში, ბიზნესს ჯამურად დაუბრუნდა 7.5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო 2024 წელს დამატებით 2.5 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება. „2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების საკასო შესრულებამ შეადგინა 25.9 მილიარდი ლარი, ხოლო 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები დაგეგმილია 28.7 მილიარდი ლარის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტიც, პრაქტიკულად, გადაჭარბებით შესრულდა, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)